ლაგოდეხსა და მიმდებარე სოფლებში სეტყვამ ვენახების ნაწილი დააზიანა | Allnews.Ge

ლაგოდეხსა და მიმდებარე სოფლებში სეტყვამ ვენახების ნაწილი დააზიანა

ლაგოდეხში სეტყვამ ერთწლოვანი კულტურები და ვენახების ნაწილი დააზიანა. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბოკერიამ განაცხადა, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი და ქალაქი ლაგოდეხი.

"სეტყვა იყო ქალაქ ლაგოდეხსა და მიმდებარე სოფლებში - მაწიმში, ნინიგორში, ბაისუბანში, აფენსა და გიორგეთში. სეტყვა ძლიერი არ იყო და 2 წუთი გრძელდებოდა. ამ ეტაპზე ჯგუფი გასულია და ადგილზე ზარალის შესწავლა მიმდინარეობს. ზუსტი ინფორმაციები გვექნება რამდენიმე დღეში.

პირველი ინფორმაციით, დაზიანებულია ერთწლოვანი კულტურები და ნაწილობრივ ვენახები, თუმცა ზარალის ოდენობაზე ამ ეტაპზე გამიჭირდება საუბარი", - განაცხადა ბოკერიამ.