უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, დასავლეთ საქართველოში და შავი ზღვის სანაპიროზე, დღეს ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიღრუბლება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 29 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქართველოში - 25-29 გრადუსი, თბილისში -28 გრადუსი.

10 ივლისიდან 14 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მათ შორის, თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია იყოს სეტყვა.

14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერიც. აღმოსავლეთ საქართველოში კი, შესაძლებელია იყოს სეტყვა.