"არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია" - საპროტესტო აქცია ბერშუეთში გაიმართება | Allnews.Ge

"არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია" - საპროტესტო აქცია ბერშუეთში გაიმართება

საპროტესტო აქციის - "არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია" მონაწილეები ახალსოფლიდან ბერშუეთის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ წუთებში ახალსოფელთან იკრიბებიან, საიდანაც ბერშუეთისკენ გაემართებიან. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ისინი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.

"არ შევეგუოთ ოკუპაციას. თითოეულ ჩვენგან უნდა გვაწუხებდეს ეს პრობლემა და მინიმუმ პროტესტი უნდა გამოვთქვათ. გავააქტიუროთ ჩვენი საზოგადოება და რაც მთავარია სახელმწიფო", - განაცხადა სტუდენტმა მარიამ ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფომ დიპლომატიური გზებით უნდა გადაწყვიტოს აღნიშნული პრობლემა.

როგორც აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ანა ჯაფარიძემ განაცხადა, ახალგაზრდების ჯგუფი გეგმავს, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ღამე გააათენოს. მისივე თქმით, აღნიშნული აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.

აქციის მონაწილეები რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.

myquiz