1-ელი ივლისიდან ბინები გაძვირდა | Allnews.Ge

1-ელი ივლისიდან ბინები გაძვირდა

1 ივლისიდან ქონების გაყიდვისა და მომსახურების შეთავაზება-რეკლამირების ფასის ლარში მითითება სავალდებულო გახდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" უძრავი ქონების სააგენტო კიბე.გე-ს დამფუძნებელმა ნელი გოგუაძემ განუცხადა, ამ ცვლილებამ უკვე გამოიწვია ბინების 10%-ით გაძვირება.

მისი თქმით, განმცხადებელთა უმრავლესობა ბინების ფასს 2.5 კურსით აფიქსირებს.

"განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ არის, მაგრამ მოქალაქეებს ცვლილებებთან შესაგუებლად გარკვეული დრო, შესაძლოა 3-6 თვეც დასჭირდეთ. რამდენიმე დღეა რაც ახალი წესი ამოქმედდა და ყველას ვეუბნებით, რომ ფასის მითითება ლარში უნდა მოხდეს. არის კატეგორია, რომელიც ღირებულების მითითებაზე საერთოდ უარს ამბობს. აღსანიშნავია, ქონების ფასის ლარში დაფიქსირების გამო უკვე შეინიშნება გაყიდვების შემცირებაც. მაგალითად, ერთ-ერთი ბინის შემთხვევაში, რომელიც მყიდველს 81 400 ლარი დავუფასეთ, მყიდველმა უკან დაიხია. თუმცა, როდესაც განვუმარტეთ, რომ ეს 40 000 დოლარიც არ იყო, უფრო მარტივად მიიღო ეს ამბავი", - აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

განცხადებების პორტალის საქმე.გე-ს რედაქტორის ლელა არაბულის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისიდან შესული განცხადებების 70%-ში ფასი ლარშია დაფიქსირებული, მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ გაურკვეველია და ეიფორიაც შეინიშნება.

უძრავ ქონებაზე ფასების ხელოვნურ ზრდაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტო MYCLIENT.GE-შიც. კომპანიის ცნობით, იმის გამო 1 ივლისიდან ქონების ფასის ლარში მითითება სავალდებულო გახდა, ბინის მფლობელები სავალუტო კურსის ცვლილებებისგან თავის დასაცავად ხელოვნურად ზრდიან უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასს. იხილეთ გაგრძელება

myquiz