მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანეს | Allnews.Ge

მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანეს

ჩხოროწყუში სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში შსს-ს სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წარმატებით დასრულდა ორი ადგილობრივის მდინარიდან გამოყვანის ოპერაცია.

ორი მეთევზე, რომელიც ხობისწყალის ადიდების გამო მდინარეში, პატარა კუნძულზე იყო ჩარჩენილი, რამდენიმე წუთის წინ ნაპირზე ვერტმფრენით გამოიყვანეს.

ძლიერი წვიმების გამო, მდინარე ხობისწყალი ადიდდა, რამაც ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა.