ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის ტერიტორიაზე დაზარალებული მოვაჭრეების შეშვება დაიწყო | Allnews.Ge

ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის ტერიტორიაზე დაზარალებული მოვაჭრეების შეშვება დაიწყო

ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის ტერიტორიაზე დაზარალებული მოვაჭრეების შეშვება დაიწყო. დაზარალებულები ტერიტორიაზე ეტაპობრივად, სიის მიხედვით შევლენ.

პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჯგუფები 4 მოვაჭრისგან შედგება.

კოორდინაციას ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ადგილზე ასევე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც უსაფრთხოებას აკონტროლებენ.

პრევენციის მიზნით, ადგილზე ასევე მობილიზებულია ერთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ტერიტორიაზე სიტუაციის შესასწავლად კვლავინდებურად რჩებიან სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლებიც, რომელთა მუშაობის დასრულების შემდეგაც არ არის გამორიცხული, რომ თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართოს.