"შსს-ს სურდა გადაეღო პირველი ჯარიმა, თუმცა ძალიან გაჭირდა, რადგან მძღოლები ფრთხილად დადიან" | Allnews.Ge

"შსს-ს სურდა გადაეღო პირველი ჯარიმა, თუმცა ძალიან გაჭირდა, რადგან მძღოლები ფრთხილად დადიან"

შინაგან საქმეთა სამინისტროს სურდა გადაეღო პირველი ჯარიმა, თუმცა ძალიან გაჭირდა, რადგან მძღოლები ფრთხილად დადიან, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

"ამაზეც გვქონდა მსჯელობა. წუხელ ღამის 12 საათიდან ამოქმედდა სისტემა. პირველი ეფექტი ის არის, რომ ძალიან გაჭირდა თუნდაც ერთი სიუჟეტის გაკეთება პირველ დაჯარიმებულზე. ამ დრომდე აბსოლუტურად შეცვლილია მოძრაობის კულტურა. შეიძლება ადამიანები მერე შეეჩვიონ, მაგრამ ამ მომენტში ქულათა სისტემა ნამდვილად მოქმედებს როგორც პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდოდა პირველი დაჯარიმების გადაღება, თუმცა ეს პროცესი ძალიან გაჭირდა. იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ზოიძემ.

დღეს მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა ამოქმედდა.

myquiz