ევროკავშირის მიმართულებით ნაკადი ორნახევარზე მეტჯერ არის გაზრდილი - თამარ ხულორდავა | Allnews.Ge

ევროკავშირის მიმართულებით ნაკადი ორნახევარზე მეტჯერ არის გაზრდილი - თამარ ხულორდავა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ინფორმაციით, შენგენის ტერიტორიაზე ვიზების გარეშე გადაადგილების შეღავათით 37 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და აქედან მხოლოდ 0.3%-ია იმ შემთხვევათა მაჩვენებელი, როცა მოქალაქეებს საზღვარზე უარი ეთქვათ.

როგორც ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირი პირობას იცავს და შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს ასრულებს.

"დროა, ჩვენმა მოქალაქეებმაც ის ვალდებულებები, მოთხოვნები შეასრულოს, რომელიც შეთანხმებით არის გათვალისწინებული და სავიზო რეჟიმი არ დაარღვიონ. გაზრდილია მზავრების ნაკადი. გაზრდილია ნაკადი ევროკავშირის მიმართულებით - ეს რიცხვი ორნახევარზე მეტჯერ არის გაზრდილი, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს არის რეალური ინტეგრაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი, შედეგის მომტანი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ქვეყნის ცნობადობა იზრდება, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც უკეთ ეცნობიან იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც წერტილს დაუსვამს სპეკულაციებს, კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ორიენტაცია", - განაცხადა თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

myquiz