გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა
გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსების ბრიგადას 6 წლის ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლკობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.