აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ | Allnews.Ge

აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

2017 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 26 ივნისიდან შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის გამოცდების მონაწილეებმა საგამოცდო ბარათი პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ (გვერდი, სადაც ირჩევენ გამოცდებს და ა.შ).

"საგამოცდო ბარათების ამოსაბეჭდად ეწვიეთ ვებგვერდს online.naec.ge მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტული თაბახის ფურცელზე (A4). ბარათზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მითითებული იქნება მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრი, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო", - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

myquiz