ტრანსპორტის სამსახურის უფროსი პეკინის ქუჩისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის | Allnews.Ge

ტრანსპორტის სამსახურის უფროსი პეკინის ქუჩისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის

საკრებულოს მივმართავთ ინიციატივით, რომ პეკინის ქუჩის დასახელება ქართული სახელწოდებით შეიცვალოს, - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ "რადიო პალიტრას" გადაცემა "საქმე"-ში მსმენილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ტრანსპორტის სამსახური ყოველთვის ღიაა ინიციატივებისთვის.

"ჩვენ, ტრანსპორტის სამსახური დავაყენებთ ინიციატივას, რომ პეკინის ქუჩას გადაერქვას სახელი და შემდეგ ხელმძღვანელობა გადაწყვეტეს. ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანი არის, რომელსაც ჩვენს სამსახურში უფასოდ მოუტანია დამუშავებული გეგმა. პეკინის ქუჩიდან გამომდინარე მომართვიანობა და რჩევები გაიზარდა", - განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ "რადიო პალიტრას" გადაცემა "საქმეში".

myquiz