მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება | Allnews.Ge

მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის №9 -ში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი შუა ხნის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამის შესახებ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია უტარდება.

"პაციენტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას მრავლობითი სახის მოტეხილობები აღენიშნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა შეუძლებელია", - განაცხადა რატიანმა.

myquiz