გაზზე ახალი ტარიფის დადგენა ივლისში იგეგმება | Allnews.Ge

გაზზე ახალი ტარიფის დადგენა ივლისში იგეგმება

ბუნებრივი აირის ახალი ტარიფების დადგენა ივლისში მოხდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა.

როგორც გიორგი ფანგანმა აღნიშნა, სემეკი დაადგენს ბუნებრივი აირის 3 გამანაწილებელი და ერთი ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფებს. რაც შეეხება მოლოდინებს, სემეკის წევრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 3-მა ლიცენზიანტმა კომპანიამ "ყაზტრანსგაზმა", "საქორგაზმა" და ,,სოკარ ჯორჯია გაზმა", ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტმა - "გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" მიმართა.