"მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება | Allnews.Ge

"მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"მზიურის" ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, რომლისთვის სამუშაოები მომავალი თვიდან დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, "მზიურის" ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის შესახებ კონცეფცია მომზადდა, უახლოეს პერიოდში პროექტის განსახორციელებლად ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები მომავალი თვიდან დაიწყება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია და ის ითვალისწინებს "მზიურის" ტერიტორიის კიდევ უფრო გამწვანებას, ხე-მცენარეების დარგვას, საბავშვო სივრცის მოწყობას.

დავით ნარმანიას თქმით, ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანის შემდეგ, "მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება და ერთიანი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება.

თბილისის მერის თქმით, "მზიურის" ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა არ მოხდება.

myquiz