რუსთავში 60-წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა | Allnews.Ge

რუსთავში 60-წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა

რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჭყონდიდელის დასახლებაში 60 წლამდე მამაკაცმა ძაღლს მუცლის არეში ლურსმნიანი ჯოხით ჭრილობები მიაყენა. ძაღლი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფაქტის შესახებ თვითმხილველებმა და ცხოველთა უფლებების დაცვის საზოგადოების წარმომადგენელმა პოლიციას აცნობეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ეჭვმიტანილი უკვე დაიკითხა და სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

myquiz