გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას | Allnews.Ge

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

საქართველოში, 17 ივნისის დილამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 17 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგ რეგიონში ძლიერი, ასევე ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ასევე შესაძლებელია იყოს სეტყვა.

მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის მომატება.

myquiz