შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისს 8 ადამიანი გადაარჩინა | Allnews.Ge

შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისს 8 ადამიანი გადაარჩინა

13 ივნისის ტრაგედიას და მასთან, თანამედროვე საქართველოს ჰყავს თავისი გმირები. მათ შორისაა შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი ასეთი უსახელო გმირია, რომლებიც 24 საათის მანძილზე თითეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ამას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ.

ეს ის პროფესიაა, რომელსაც გასამრჯელოს გამო არ ირჩევენ. დაეხმარო და დაიცვა ადამიანები, ესაა უფრო მოწოდება და შინაგანი მრწამსი... და ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები სიცოცხლეშივე დავაფასოთ", - აღნიშნავს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

myquiz