"ბირჟა მაფიას" წევრებთან პროკურორი და ადვოკატები შევიდნენ | Allnews.Ge

"ბირჟა მაფიას" წევრებთან პროკურორი და ადვოკატები შევიდნენ

რეპერების ჯგუფის, "ბირჟა მაფიას" დაკავებულ წევრებთან გლდანის ციხეში პროკურორი და ადვოკატები შევიდნენ. გამომძიებელი და ადვოკატები, ბრალდებულ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს იმ განცხადების საფუძველზე ხვდებიან, რომლის მიხედვითაც მათთვის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალის დადება კონკრეტული კლიპის გადაღებას უკავშირდება.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჯგუფი "ბირჟა მაფია"-ს წევრები 9 ივნისს დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბირჟა მაფიას" წევრებს, მიშა მგალობლიშვილს (Young mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

myquiz