მდინარე სურამულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს | Allnews.Ge

მდინარე სურამულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან, მდინარე სურამულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შიდა ქართლის გუბერნიიდან გვაცნობეს, ცხედარი წუხელ ღამით დაახლოებით 2 საათზე იპოვეს.

სოფელ ნარბანის მცხოვრებ ვასილ ღონღაძეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან მაშველები და მოსახლეობა მდინარე სურამულაში ეძებდა. ღონღაძე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც საძოვრიდან შინისაკენ პირუტყვი მიჰყავდა.

myquiz