სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები გაგრძელდება | Allnews.Ge

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები გაგრძელდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები გაგრძელდება, თუმცა ძლიერი წვიმის საშიშროება არ არის.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდენლია წვიმა, ზოგან - სეტყვა.

"ის, რაც იყო წუხელ, აღარ განმეორდება. დღეს თან ქარიც გაძლიერდება და ღრუბლებს გაფანტავს. ძლიერი წვიმის საშიშროება აღმოსავლეთ საქართველოში არ არის. დასავლეთ საქართველოშიც წვიმა თანდათან იკლებს. ძირითადად საღამოს საათებში იწვიმებს, მაგრამ არ იქნება ძლიერი წვიმა", - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

myquiz