თბილისში საპატრულო ეკიპაჟები გაიზრდება | Allnews.Ge

თბილისში საპატრულო ეკიპაჟები გაიზრდება

თბილისში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა იგეგმება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა პოლიციაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მოხდება. ამასთან, შსს-ს განმარტებით, სამომავლოდ დაგეგმილია ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა.

დღეის მდგომარეობით, თბილისში 110 საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებს.

myquiz