რა არის ჯანმრთელობისთვის მავნე? - მითები და რეალობა საკვებზე | Allnews.Ge

რა არის ჯანმრთელობისთვის მავნე? - მითები და რეალობა საკვებზე

მართალია, რომ ბეკონი ისეთივე მავნებელია, როგორც სიგარეტი ან ყავა და ინფარქტს იწვევს? - Allnews.ge "ბი-ბი-სი"-ზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ რამდენიმე მითს საკვების შესახებ.

ოდესღაც საკვები ენერგიის სასიამოვნო წყაროდ მიიჩნეოდა, მაგრამ დღეს სავახშმოდ გამზადებული სუფრა დანაღმულ ველს ემსგავსება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გამუდმებით იცვლება. აქედან გამომდინარე, სრულიად სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულინარიული გადაცემების წამყვანის, ნაიჯელა ლოუსონის გამოთქმა, - "თუ მიმდინარე წელს რომელიმე საკვები პროდუქტი ჯანსაღად მიიჩნევა, მომავალ წელს მასში აუცლებლად აღმოაჩენენ რაიმე მავნებელ ნივთიერებას".

ჩვენ ამ ჩახლართულ მდგომარეობაში გარკვევა ვცადეთ და ერთი სასიხარულო ცნობა უკვე გვაქვს - ბევრი თქვენთვის საყვარელი პროდუქტი, სულაც არ არის, თქვენს ორგანიზმში მოხვედრილი, ნელი მოქმედების ბომბი.

პროდუქტი: ბეკონი

მითი: გადამუშავებული ხორცი ისეთივე საზიანოა, როგორიც სიგარეტი

რეალობა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ბეკონს და სხვა გადამუშავებული ხორცის სხვა სახეობას, სწორი ნაწლავის კიბოს გამოწვევა შეუძლია. მაგრამ ვითარება ისეთი კატასტროფული არ არის, როგორც ეს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ წარმოადგინა.

ონკოლოგიის სფეროში, ბრიტანეთის კვლევითი ცენტრის ანალიტიკურ მასალაში, აღნიშნულია, რომ სწორი ნაწლავის კიბო საკმაოდ იშვიათი დაავადებაა.

იმ შემთხვევაში თუ ხორცპროდუქტებისგან თავს საერთოდ შევიკავებთ, სწორნაწლავზე სიმსივნური წარმონაქმნის განვითარების 5,6%-ია, ბეკონის ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში კი რისკი 6,6%-მდე იმატებს. აღნიშნული მონაცემების მიუხედავად, ალბათ, დიდი რაოდენობით ბეკონის ჭამაზე უარის თქმა მაინც ღირს. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მსგავსი პროდუქტების ჯანსაღი მოხმარებისთვის, დღეში მხოლოდ 70 გრამი გადამუშავებული ხორცპროდუქტი უნდა მივიღოთ.

პროდუქტი: ყავა

მითი: კოფეინზე დამოკიდებულებამ შესაძლოა ინფარქტამდე მიგვიყვანოს

რეალობა: მტკიცებულება იმისა, რომ ფინჯან ყავას ადამიანის ნაადრევი სიკვდილის გამოწვევა შეუძლია, უკიდურესად მცირეა. 2012 წელს, ავტორიტეტულ ამერიკულ გამოცემა New England Journal of Medicine-ში, 400 ათასი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უკანასკნელი 13 წლის დაკვირვების შედეგები გამოქვეყნდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 3-დან 6 ფინჯან ყავამდე სვამდნენ, იშვიათად უვითარდებოდათ გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებები, ასევე ინსულტი და დიაბეტი. 2014 წელს, მილიონზე მეტ ადამიანზე დავირვების შემდეგ, შეგროვებული მონაცემების ანალიზმაც იგივე შედეგი აჩვენა.

მეცნიერთა ნაწილის მოსაზრებით, კვლევები საშუალებას არ იძლევა დანამდვილებით ითქვას, ყავამ შეასრულა გულის დამცველის ფუნქცია თუ კვლევის შედეგებს სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ჯანმრთელ ადამიანებს მეტად იზითავთ ყავა, ყოველ შემთხვევაში, დამოკიდებულების ჩვენთვის ცნობილი სხვა სახეობებიგან განსხვავებით, ეს საკმაოდ უვნებელია.

პროდუქტი: ხორბალი

მითი: ხორბალს ტვინზე ზემოქმედების მოხდენა და ალცჰეიმერის პროვოცირება შეუძლია

სინამდვილე: ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნამდვილი ალერგია გლუტენზე, რომელიც ცელიაკიის სახელითაა ცნობილი და ნაწლავების დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია, ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს აღენიშნებათ - მოსახლეობის დაახლოებით, 1%-ს.

სხვა ადამიანებს, ვისაც ცელიაკია არ აღენიშნებათ, შეიძლება უბრალოდ მომატებული მგრძნობელობა ჰქონდეთ გლუტენის მიმართ. გლუტენის მცირე დოზის მიღებისას, სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა პურის ზედმეტი რაოდენობის მიღებას დისკომფორტის გამოწვევა შეუძლია. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დისკომფორტის გამოწვევა შეიძლება მაინც და მაინც გლუტენს არ უკავშირდებოდეს და გამოწვეული იყოს ცილებისა და შაქრის სხვა სახეობებით, რომლებიც კვების პროდუქტებშიც გვხვდება.

ასეთ შემთხვევაში, რაციონიდან მხოლოდ პურის ამოღება დისკომფორტს არ გაგიქრობთ. მეცნიერთა მტკიცებით, ადამიანები ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო პოსტულატებს სცილდებიან და ისეთ მოსაზრებებს მიჰყვებიან, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

პროდუქტი: ნაღების კარაქი, ყველი და ცხიმიანი რძე

მითი: საკვებში რძის პროდუქტების გამოყენება არტერიებს აზიანებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს

რეალობა: ათწლეულების განმავლობაში, გვარწმუნებდნენ რომ ცხიმის მომატებული რაოდენობა ყველში, კარაქსა და რძეში, ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, რასაც საბოლოო ჯამში ინფარქტამდე მივყავდით. სწორედ ამის გამო, ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ გვიჩია, რომ ყოველდღიურ რაციონში მარგარინი და მცენარეული ზეთი შეგვეტანა.

თუმცა, უკანაკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ზემოთმოყვანილი ცნობის საპირისპირო ინფორმაციაც გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მოხმარება არანაირ გავლენას არ ახდენს გულის იშემიურ დაავადებაზე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ამ დასკვნამდე მკვლევარები მხოლოდ დაკვირების საფუძველზე მივიდნენ.

თუმცა, მეცნიერებმა გადაწყვიტეს დასკვა საფუძვლიანი კვლებით გაემყარებინათ - მონაწილეებს 8 კვირის განმავლობაში 27%-იანი ყველი ყოველ დღე უნდა ეჭამათ. დაკვირვების პერიოდის ამუწურვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამ ადამიანებს ქოლესტერინის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც ამ დროის განმავლობაში უცხიმო პროდუქციას იღებდა.

პრიდუქტი: "დიეტური": უალკოჰოლო სასმელი

მითი: ხელოვნურ შაქრის შემცვლელებს ონკოლოგიური დაავადებების რისკის გაზრდა შეუძლია

რეალობა: ჩვენ უკვე ვიცით, რომ შაქრის გადაჭარბებულ რაოდენობას შეუძლია, სიმსუქნის, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოწვევა, მაგრამ ვრცელდება თუ არა იგივე, ხელოვნურ "დამატკბობელზე", რომელსაც დიეტურ სასმელებში უმატებენ?

ამერიკის შეერთებული შტატების ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ფართო სიღრმისეული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე გავრცელებულ შაქრის შემცვლელ ასპარტამს იყენებს, ტვინის კიბოს, ლეიკემიისა და ლიმფომის განვითარების მომეტებული რისკი არ აღენიშნებათ. თუმცა არსებობს შესაძლებლობა. რომ მსგავს ნივთიერებებს, შეიძლება გლუკოზის შეთვისებასთან წარმოექმნას პრობლემები და მეორე ტიპის დიაბეტი გამოიწვიოს, თუმცა ჯერ-ჯერობით არც ეს არის დადგენილი.

 

 

myquiz