აჭარის მოსახლეობას ბუნებრივი აირი დღეს და ხვალ ეტაპობრივად აღუდგება | Allnews.Ge

აჭარის მოსახლეობას ბუნებრივი აირი დღეს და ხვალ ეტაპობრივად აღუდგება

ბათუმის, ხელვაჩაურისა და სარფის 53 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს სრულად ვერ აღუდგება. როგორც "სოკარ ჯორჯიას" აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა დავით ლეკიშვილმა განაცხადა, აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოსახლეობას ბუნებრივი აირი დღეს და ხვალ ეტაპობრივად აღუდგება.

ლეკიშვილის თქმით, გუშინ ბათუმში ერთ-ერთი კომპანია წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, როდესაც ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა.

myquiz