გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა | Allnews.Ge

გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა

გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2016 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.

"მთავარი გამოწვევები და პრობლემები იგივეა, რაც წინა წლებში. ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია, ბავშვთა სიღარიბე ასევე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო კვლავ მაღალ ადგილზეა, გასულ წელს 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრე ბავშვთა მიმართ არის სერიოზული პრობლემები და ა.შ. საკამოდ ბევრია პრობლემა, რომელსაც ბავშვები აწყდებიან", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

myquiz