საბურთალოზე, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა
საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.