ფრანგული კრიმინალური სერიალი ქართველ მაფიოზებზე | Allnews.Ge

ფრანგული კრიმინალური სერიალი ქართველ მაფიოზებზე

პოლიტიკოსები და მაფიოზები ხშირად ხელიხელ ჩაკიდებულები თანამშრომლობენ - განაცხადა ცნობილმა ფრანგმა სცენარისტმა აბდელ რაუფ დაფრიმ, რომელიც სერიალ "ანგარიშსწორებაზე მუშაობდა. სერიალის მეორე სეზონის წარმატების შემდეგ, რუსი მაფიოზების ნაცვლად, იგი ქართველი მაფიოზებით დაინტერესდა.

"მე ვუთხარი რუსი მაფიოზები არანაირად არ არიან საინტერესოები, კოსტუმიანი კრეტინები დიდ მანქანებში არანაირად არ მაინტერესებს. გავაკეთოთ სერიალი ქართველ კანონიერ ქურდებზე"- თქვა აბდელ დაფრიმ და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე წიგნი ჰქონდა წაკითხული და ტატუირებული "ტიპების" ფოტოები ჰქონდა ნანახი.

სცენარისტის განმარტებით, "კანონიერ ქურდებზე" და ზოგადად ამ ინსტიტუტზე განსაკუთრებით დიდი ინფორმაცია ჟურნალისტ ჟერონ პიერასგან მიიღო, რომელიც პირადად იცნობდა რუს და ქართველ "კანონიერ ქურდებს".

აღსანიშნავია, რომ ფრანგულ კრიმინალურ დრამაში ქართველი მსახიობი ოლგა ბაბლუანიც თამაშობს. ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის თემურ ბაბლუანის შვილი "ანგარიშსწორებაში" ეპიზოდურ როლს თამაშობს და 2014 წელს გამოსულ მესამე სეზონის ორ სერიაში - Odessa და Nos funérailles, სალომე ვიზარიონოვიჩის როლს ასრულებს.

"ანგარიშსწორება" ყოველ სამუშაო დღეს GDS-ზე გადის. #ჩაუჯექით "ანგარიშსწორებას" GDS-ზე, სერიალი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

myquiz