ექიმების თქმით, კლინიკა "რუსთავში" ორი გარდაცვლილი ახალშობილი მიიყვანეს | Allnews.Ge

ექიმების თქმით, კლინიკა "რუსთავში" ორი გარდაცვლილი ახალშობილი მიიყვანეს

რუსთავსა და სოფელ გაჩიანში ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. დღეს დილით, კლინიკა "რუსთავში" მშობლებმა ჩვილი მიიყვანეს, რომელიც ექიმების ინფორმაციით, გარდაცვლილი იყო. რაც შეეხება ახალშობილს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ასევე, უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. ახალშობილების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის ექიმმა რეანიმატოლოგმა ნინო ფილფანმა განუცხადა, 30 აპრილს დაბადებული ჩვილი რუსთავიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა, მეორე ჩვილი, 21 აპრილს დაბადებული ასევე გოგონა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანიდან ოჯახის წევრებმა მიიყვანეს და ისიც უკვე გარდაცვილი იყო. ნინო ფილფანის განცხადებით, შემთხვევის შესახებ კლინიკამ საპატრულო პოლიციას აცნობა, სიკვდილის მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.

კლინიკა "რუსთავში" ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

myquiz