ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვები სრულად დაიხურა | Allnews.Ge

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვები სრულად დაიხურა

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების განხილვა მთლიანად დახურულ ფორმატში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ საქმის განხილვის სრულად დახურვით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ სხდომების დახურვის მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს შეიცავს

myquiz