რომელი ქვეყნების მოქალაქეების დეპორტირება ხდება საქართველოდან | Allnews.Ge

რომელი ქვეყნების მოქალაქეების დეპორტირება ხდება საქართველოდან

საქართველოდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, მოქალაქეების დეპორტირება ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2015-2016 წლებში მათმა რაოდენობამ სულ 118 შეადგინა.

Allnews.ge დაინტერესდა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეების დეპორტირება ხდება საქართველოდან, როგორია მათი რაოდენობა და გაძევების მიზეზები. 2016 წელს, საქართველოდან დეპორტირებული მოქალაქეების რაოდენობამ 74 შეადგინა. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული მიზეზი დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანაში ყოფნის კანონიერი საფუძვლის არარსებობაა. დეპორტირებული მოქალაქეების მაჩვენებლები კი ასეთია:

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოდან 44 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, მათ შორის 31-ჯერ საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძვლის არარსებობა დაფიქსირდა.

2015 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობით, ნიგერიის 8 მოქალაქის, ინდოეთისა და ნეპალის 6-6 და რუსეთისა და უზბეკეთის 4-4 მოქალაქის დეპორტირება მოხდა.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz