აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება | Allnews.Ge

აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როდის გაწერენ თორდიას საავადმყოფოდან ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაზარალებულის მეუღლემ, მაია ირემაშვილმა განუცხადა, თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მკურნალობის შემდგომი სტრატეგია დღის განმავლობაში დაზუსტდება.

ამასთან, სამართალდამცველებს ლაშა თორდია ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, თანხმლებ პირებთან ერთად, თავს დაესხა, რაც თორდიას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირდება.

ლაშა თორდია თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

myquiz