ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მკვლელობა მოხდა
ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც შსს-ში განაცხადეს, სამართალდამცველებმა მკვლელობა გახსნეს და ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.