დიღომში სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
დიღმის მასივში, რესტორან "ფაეტონთან" ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.
"ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაგვყავს", - აღნიშნეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე საცობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია