ზოოპარკის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება | Allnews.Ge

ზოოპარკის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა 3-4 წლის ვადაში მოხდება. ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე კი თბილისის ცენტრალური პარკი იქნება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ზოოპარკის გადატანა ეტაპობრივად მოხდება, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ მიზნით დაახლოებით 30-40 მლნ ლარია საჭირო.

"თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წინა წელს ძაღლსაშენი აშენდა და იქ ძაღლები გადაიყვანეს. წელს 20-მდე სხვადასხვა ვოლიერი გაკეთდება და ცხოველების გადაყვანა მოხდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

myquiz