სკოლების ბუფეტებში წასახემსებლები და გაზიანი სასმელები აიკრძალება | Allnews.Ge

სკოლების ბუფეტებში წასახემსებლები და გაზიანი სასმელები აიკრძალება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს.

"პრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

ჯანსაღი საკვები ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო, სტუდენტების ჩართულობით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიასაც იწყებს - სტუდენტები დაწერენ საკომუნიკაციო სტატეგიას ჯანსაღი კვებისთვის. სამინისტროს ჟიური შეაფასებს და მოწონებულ გუნდთან ერთად გაატარებს აქტივობებს, ამ აქტივობებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით კრედიტებს ან ჩაეთვლებათ პრაქტიკულ გამოცდილებაში", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

myquiz