მაკა ჩიჩუა ძმის მიმართ გამოტანილ განაჩენზე კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

მაკა ჩიჩუა ძმის მიმართ გამოტანილ განაჩენზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მისი ძმის მიმართ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება. როგორც ჩიჩუამ ჟურნალისტებს განუცხადა, იარაღი, რომლის გამოც მისი ძმა დააკავეს, უვარგისია და ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია.

"ის იარაღი, რაზეც არის საუბარი, ფაქტობრივად სამეზეუმო ექსპონატია.

მამამისი გარდაიცვალა შემთხვევამდე სამი დღით ადრე, იქიდან წამოიღო ეს იარაღი და ვერ მოასწრო გადაფორმება. ეს მისი ბრალი არის", - განაცხადა ჩიჩუამ.

მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადა.

მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.

myquiz