შავ ზღვაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას რუსეთთან შუამდგომლობას სთხოვს | Allnews.Ge

შავ ზღვაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას რუსეთთან შუამდგომლობას სთხოვს

შავ ზღვაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის, ლაშა ქაჯაიას ოჯახის წევრები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. როგორც დაკარგულის ნათესავმა, ნინო დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებისადმი მათი თხოვნაა, იშუამდგომლოს რუსეთთან, რომ მეზღვაურების სამძებრო სამუშაოები არ შეწყდეს.

"ვთხოვთ მთავრობას, რომ დაგვეხმაროს. ფიზიკურად არ გვაქვს საშუალება, ორი ქვეყნის ურთიერთობიდან გამომდინარე, ადგილზე წავიდეთ. გვსურს, ჩვენმა მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას მიმართოს თხოვნით, რომ ძებნას ნუ შეწყვეტს. დაკარგულის ძმა ადგილზე ჩავიდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოები წყდება. როგორც გავიგეთ, დაკარგულია ე.წ. კაფსულა, რომელშიც შესაძლოა დაკარგულები იმყოფებოდნენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოცხლები არიან. ლაშა ქაჯაია 25 წლისაა,"- განაცხადა დაკარგულის ნათესავმა.

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა

მშრალტვირთმზიდი Герои Арсенала შავ ზღვაში 19 აპრილს, გამთენიისას ჩაიძირა. მასში ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა - რუსეთის ორი, უკრაინის ცხრა და საქართველოს ერთი მოქალაქე. ამ დროისთვის გადარჩენილია ერთი მეზღვაური, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ის სამშობლოში უკვე გაემგზავრა.

myquiz