მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა
2017 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 105 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როცა 2016 წლის იანვარ-მარტში, იმპორტმა 101 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 6.2% იყო. მაშინ როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 6.8% იყო.
2017 წლის იანვრიდან "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.