შავ ზღვაში დაკარგული 2 მეზღვაური იპოვეს | Allnews.Ge

შავ ზღვაში დაკარგული 2 მეზღვაური იპოვეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორნაციით, შავ ზღვაში დაკარგული 2 მეზღვაური იპოვეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შავ ზღვაში სატვირთო გემი "Герои Арсенала" ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს.

სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა.

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა

არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.

myquiz