დედაქალაქის მასშტაბით საცობია | Allnews.Ge

დედაქალაქის მასშტაბით საცობია

დედაქალაქის მასშტაბით საცობია. ავტომობილის მძღოლებს საცობში ყოფნა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მომხმარებელთა მიერ გადაღებული ვიდეო მასალები, სადაც ჩანს, რომ გადაადგილებას ვერ ახერხებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე დაგვიანებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

არსებული ინფორმაციით, საცობი ფიქსირდება - თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, გმირთა მოედანზე, ვაზრაზის ხევის აღმართზე, მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიოზე, კოსტავას ქუჩაზე, პეკინის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, ჟვანიას მოედანზე, წერეთლის გამზირზე, გლდანისა და მუხიანის საავტომობილო გზის მონაკეთზე. როგორც "პალიტრას" შს სამინისტროში განუცხადეს, ქუჩებზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მოძრაობას არეგულირებს.

myquiz