ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა | Allnews.Ge

ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა

ავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა.

როგორც მომხდართან დაკავშირებით შსს-ში განაცხადეს, საქმე 276-მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) აღიძრა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ლილოდან მოდიოდა.