არჩილ თალაკვაძის განათლება და სამუშაო გამოცდილება | Allnews.Ge

არჩილ თალაკვაძის განათლება და სამუშაო გამოცდილება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე საზოგადოებამ პარლამენტში მანდატის მოპოვების შემდეგ გაიცნო. რა განათლება და რა სამუშაო გამოცდილება აქვს ქართული ოცნების ახალ სახეს, ამ საკითხით allnews.ge დაინტერესდა.

პარლამენტარმა, 2000 წელს დაამთავრა ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივრსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე. 2006 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ თალაკვაძე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის პროექტის კოორდინატორი, ხოლო 2007 წელს, სახალხო დამცველის ოფისშ,ი ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის მენეჯერი იყო.

1 წლის შემდეგ, არჩილ თალაკვაძე საქართველოს სახალხო დამცველის მრჩევლად დაინიშნა, სადაც 2009 წლამდე მუშაობდა. ამის შემდეგ იგი საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე იყო მენეჯმენტის საკითხებში.

მუშაობის პარალელურად, 2010 წელს, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის პროგრამა გაიარა. 2011-2012 წლებში იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორის მოადგილე.

2012 წლიდან დეპუტატი იწყებს მუშაობას სამთავრობო უწყებაში. 2012-2014 წლებში, იგი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე იყო, 2014 წლის დეკემბრიდან კი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ამის პარალელურად, 2012 წლიდან არის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ამასთან, 2012-2015 წლებში იყო გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დელეგაციის კოორდინტორი, 2015 წლიდან კი ამავე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვოტით.

გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, არჩილ თალაკვაძე ელექტრონული ბიბლიოთეკა LIB.GE-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.

2016 წელს, იგი მაჟორიტარული სიით,  მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. არჩილ თალაკვაძის მფლობელობაშია, 109.9 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში და მოტოსატრანსპორტო საშუალება Harley-Davidson-ი, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

myquiz