ქალმა თვითმფრინავში 12 800 მეტრის სიმაღლეზე იმშობიარა | Allnews.Ge

ქალმა თვითმფრინავში 12 800 მეტრის სიმაღლეზე იმშობიარა

Turkish Airlines-ის ეკიპაჟმა, მგზავრი, ნაფი დიაბი ამშობიარა. გოგონა სახელად კადიჟუ, ქვეყანას 12 800 მეტრის სიმაღლეზე მოევლინა. Boeing 737-ის ეკიპაჟის წევრებს, დახმარება კონაკრი-უაგადუგუ-სტამბულის რეისის მგზავრებმაც გაუწიეს.

ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში ჩაფრენისას, დედა-შვილი სამშობიაროში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა, ცოტა გადაღლილები არიან.

მგზავრებმა ბორტზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს ოპერატიული, პროფესიონალური და ტაქტიანი ქმედებისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომპანიების უმეტესობა ორსულ ქალებს ფრენის უფლებას 36-ე კვირამდე აძლევს, თუმცა ორსულობის 28-ე კვირიდან მათ ექიმის ცნობა უნდა წარადგინონ.

 

myquiz