როგორ ტარდება კიდურების დაგრძელების პროცედურა საქართველოში | Allnews.Ge

როგორ ტარდება კიდურების დაგრძელების პროცედურა საქართველოში

თბილისში კიდურების დაგრძელების ოპერაციების ჩატარება დაიწყო. პროცედურის ჩატარება როგორც კომეტიკური მიზნით, ისე შეძენილი და თანდაყოლილი პათოლოგიების შემთხვევაში შეიძლება. ოპერაციებს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ზურაბ ორაგველიძე ხელმძღვანელობს.

"ამის გაკეთება ელიზაროვის აპარატის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც დიდი ხანია არსებობს, ეს საკითხი ჩვენ ახლა წამოვწიეთ. ძვალზე სპეციალური რგოლები მაგრდება, რომელიც პაციენტმა ჭანჭიკის მეშვეობით თავად უნდა მართოს. ეს არის უსისხლო ოპერაცია და აპარატის გამოღების პროცედურაც უმტკივნეულოა. პროცედურის დროს, თვენახევარში ძვლის დაახლოებით, ერთი სანტიმეტრით ზრდა ხდება.

მისაღები 4-5 სმ-ით გაწელვაა.

ძვალთან ერთად, სისხლძარღვები და ნერვებიც იჭიმება,"-განმარტავს ის. ზურაბ ორაგველიძის თქმით, შესაძლებელია, როგორც ფეხების, ისე მხრისა და ზედა კიდურის დაგრძელებაც. კიდურების გაწელვის პროცედურა ბავშვებსა და მოზარდებს არ უტარდებათ, რადგან მათ ძვლებს განვითარება დასრულებული არ აქვთ. ოპერაცია 20 წლიდან ზემოთ კეთდება. განსაკუთრებით, თუ პაციენტს თანდაყოლილი სიმოკლე ან ოპერაციის შემდგომი დეფორმაციები აქვს, რაც ხერხემლის პრობლემებს ქმნის და კორექცია ესაჭიროება.

რატომ ინახავენ ახალშობილის ჭიპლარის სისხლს და რა ღირს საქართველოში მისი შენახვა

კიდურების დაგრძელების კოსმეტიკური პროცედურისთვის მედიკოსს ბევრი პაციენტი მიმართავს.

"დაიგრძელებს თუ არა კიდურებს, თვითონ პაციენტის ასარჩევია, უბრალოდ ეს დროსთანაა დაკავშირებული, რადგან ჯერ ერთი კიდურის დაგრძელება ხდება და მერე მეორის, ან შეიძლება ჯვარედინადაც მოხდეს, მარცხენა წვივი და მარჯვენა ბარძაყი და პირიქით. ანუ, ერთი კიდურის დაგრძელების შემდეგ, მეორე კიდურიც უნდა დაგრძელდეს, რაც კიდევ ერთ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ოპერაციამდე პაციენტის მდგომარეობის კარგად შესწავლა ხდება, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ ვიღებთ,"-განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ორაგველიძე ძვლებს გადანერგვის ოპერაციასაც ატარებს.

"ძვლების გადანერგვის საჭიროება მაშინ დგება, როცა საქმე შეუხორცებელ მოტეხილობებთან გვაქვს. ამ შემთხვევაში, მოტეხილ ფრაგმენტებს შორის ძვლის ნაცვლად ხრტილოვანი მასა ყალიბდენა, რასაც ცრუ სახსარს ვეძახით, რადგან პაციენტის ფეხი საყრდენი აღარ არის და გადაადგილება ყავარჯნებით უწევს. ჩვენ ქსოვილებიდან ხრტილოვან მასას ამოვკვეთთ და მისი ჩანაცვლება ხელოვნური ან ბუნებრივი გზით ხდება,"-განმარტავს ექიმი.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ორაგველიძემ როგორც ძვლების დაგრძელების, ისე გადანარგვის ოპერაციები უკვე ჩაატარა, რომლებმაც, მისი თქმით, წარმატებით ჩაიარა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz