სად შევიძინოთ ბზა | Allnews.Ge

სად შევიძინოთ ბზა

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს და სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი სანქციების განხორციელებას აპირებს. კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.

"გარემოს დაცვის სამინისტროს" ინფორმაციით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბზა მასობრივად ხმება, შესაბამისად, მცენარის უკანონო ჭრა დაუშვებელია.

myquiz