შსს-ს ინფორმაციით, "ჭაშნაგირთან" პოლიციის მუშაობა ყაჩაღობას უკავშირდება | Allnews.Ge

შსს-ს ინფორმაციით, "ჭაშნაგირთან" პოლიციის მუშაობა ყაჩაღობას უკავშირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რესტორან "ჭაშნაგირთან" საპატრულო პოლიციის მუშაობა ყაჩაღობას უკავშირდება.

როგორც შსს-ში განაცხადეს, აღნიშნულ რესტორანთან ტაქსი დააყაჩაღეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე მუხლით დაიწყო, რაც სწორედ ყაჩაღობას გულისხმობს.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნეს უწყებაში.

დიღომში, რესტორან "ჭაშნაგირთან" პოლიცია მუშაობს

დიღომში, რესტორან "ჭაშნაგირთან" პოლიცია მუშაობს. ტერიტორია სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. შემოსაზღვრულ არეალში განთავსებულია "მერსედესის" მარკის ტაქსი და საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წარმომადგენლები სამუშაოებს სწორედ აღნიშნულ ავტომანქანაში ახორციელებენ.

myquiz