რას ნიშნავს "წითელი ცხვირის დღე" და რატომ უნდა შევიძინოთ ჯამბაზის ცხვირები
"როგორც დაგპირდით საქართველო შეუერთდა საერთაშორისო საქველმოქმედო აქციას - Red Nose Day. ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებებში გაიყიდება წითელი ცხვირები, რომლებიც 5 ლარი ეღირება.
სად გაიყიდება და ბევრი სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ Red Nose Day Georgia გვერდზე. შეგროვილი ფულით ავაშენებთ ან ვიყიდით შენობას სადაც სულ იქნება საჭმელი, ტანსაცმელი და ნივთები მათთვის, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს.
იყიდეთ მინიმუმ ერთი ცხვირი, გაიკეთეთ, გადაიღეთ ფოტო, გაიცინეთ, გააცინეთ სხვები და იცოდეთ რა მაგარ საქმეს გააკეთებთ ამით. გაყიდვები დაიწყო." - წერს "ფეისბუქზე" აკა სინჯიკაშვილი.
რას ნიშნავს "წითელი ცხვირის დღე" და როდიდან იღებს იგი სათავეს?
ინგლისური საქველმოქმედო ორგანიზაცია 1985 წელს, სცენარისტმა რიჩარდ კერტისმა დააარსა. იგი ეთიოპიაში შიმშილისგან სიკვდილის წინაშე მდგარი ადამიანების დახმარებას ისახავდა მიზნად.
"წითელი ცხვირების დღე" პირველად 1988 წლის 5 თებერვალს გაიმართა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა და მისი დახმარებით, 15 000 000 ფუნტის შეგროვება მოხერხდა. შოუ, რომელშიც მონაწილეობა 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო, BBC-ის ეთერში გაშუქდა.
საინტერესო ფაქტები
2001 წელს, ჯოან როულინგს "სიკეთის სახელით" რაიმეს დაწერა შესთავაზეს. მწერალი დათანხმდა და საკმაოდ მოკლე პერიოდში ორი ნაწარმოები: ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი და ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია დაწერა. წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხის 80% ბავშვებს მოხმარდათ.
აღსანიშნავია, რომ "წითელი ცხვირების დღეს" ჯამბაზების ცხვირებით ძეგლებსაც კი რთავენ.

გაიცინე. გაეცი. გადაარჩინე ბავშვი.
საქართველოში, წელს გამართული "წითელი ცხვირის დღიდან" შემოსული თანხა, ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობას მოხმარდება.
"წითელი ცხვირების" კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.