გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსიდან ბავშვი ცოტა ხნის წინ თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას" გულისხმობს.