დიდი დიღმის მოსახლეობა ივნისიდან ველობილიკით სარგებლობას შეძლებს | Allnews.Ge

დიდი დიღმის მოსახლეობა ივნისიდან ველობილიკით სარგებლობას შეძლებს

თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე, 3 კმ-იანი ველობილიკი მოეწყობა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განმარტებით, დიდ დიღომში ველოსიპედებით გადაადგილებისთვის საჭირო გზით სარგებლობა უკვე 2017 წლის ივნისიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ამასთან, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებით, ამჟამად, მტკვრის ორივე სანაპიროს გზისა და ტროტუარის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე 8 კმ-იანი ველობილიკი მოეწყობა.

 

ნარიტა ჩხაიძე

იხილეთ ინგლისურენოვანია სტატია: 3km long bike lane to be established in Tbilisi

myquiz