დიღომში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება | Allnews.Ge

დიღომში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ განაცხადა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"დღეს დილით 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 56 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება. ამ ეტაპზე ის გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერაცია. მას ორგანოების მრავლობითი დაზიანება აქვს", - განაცხადა დიხამინჯიამ.

რაც შეეხება ავარიაში მონაწილე ავტომობილების მძღოლებს, ორივე მათგანი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

თვითმხილველი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობს

არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ერთი მათგანი მოცურდა და გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა. 11 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

myquiz