რიკოთის უღელტეხილთან ახალი გზის მშენებლობა სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება | Allnews.Ge

რიკოთის უღელტეხილთან ახალი გზის მშენებლობა სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება

რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალია, ახალი, 53 კმ სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება, პროექტის ფარგლებში, 90-მდე ხიდი და 40-მდე გვირაბი აშენდება - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურტურის სამინისტროდან აცნობეს.

ამჟამად დეტალური პროექტირება დაწყებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, დაახლოებით, 1 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. უწყების ინფორმაციით, სამშენებლო მონაკვეთი 4 სექციადაა დაყოფილი:

1. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი, სადაც 11,2 კმ-ზე ოთხზოლიანი მშენებლობა დაიწყება და 18 ხიდი და 2 გვირაბი აშენდება;

2. 2 ხევი-უბისას მონაკვეთზე 15,5 კმ-იანი ოთხზოლიანი გზა აშენდება;

3. უბისა-შორაპნის მონაკვეთზე 11 კმ-ის სიგრძის ოთხზოლიანი გზა მოეწყობა, 16 ახალი ხიდი და 18 გვირაბი აშენდება;

4. შორაპანი-არაგვეთასმონაკვეთზე 15,8 კმ-იან ოთხზოლიან მაგისტრალი, 18 ახალი ხიდი და 10 გვირაბი აშენდება.

ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz